2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.790 მლრდ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე
13.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული
სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2.595 მლრდ. აშშ დოლარი იყო
(გაიზარდა 14.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7.195.6 მლრდ. აშშ დოლარი
(გაიზარდა12.8 პროცენტით).
ამასთან, "საქსტატის" მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025
წლის იანვარ-მაისში 4.600 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო
სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტია.