POG: ბათუმში მოლარეს თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს – ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის ცნობით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო და 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბათუმში, ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სუპერმარკეტ "ბილიონში“, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ, მესამე ნაწილის ა და მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ"
- წერია პროკურატურის განცხადებაში.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები