ნინო წილოსანმა მშობლებს ₾250 000 აჩუქა, ნაღდი ფულის სახით $100,000-ს და ₾70 ათასს ინახავს
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რაც გასულ წელს მის მიერ მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, წილოსანი თბილისსა და რეგიონში უძრავ ქონებებს ფლობს. კონკრეტულად კი მის საკუთრებაშია 162 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე; ასევე 83 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართი დადიანის ქუჩაზე, კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართი 182 კვადრატული მეტრის ფართით ქვიშხეთის ქუჩაზე, 225 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა თამარაშვილის ქუჩაზე, 190 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი ზალდასტანიშვილის ქუჩაზე, ასევე 409 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ურეკში.

დეკლარაციის თანახმად, წილოსანმა გასულ წელს 95 ათას დოლარად შეიძინა ავტომობილი Land Rover Defender-ი. საბანკო ანგარიშებზე წილოსანი უთითებს 73 ათას დოლარს და 25 ათას ლარს. ასევე დეკლარაციაში წილოსანი აღნიშნავს, რომ ნაღდი ფულის სახით ინახავს 70 ათას ლარს და 100 ათას დოლარს.

დეპუტატი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში:
  • ALMITRANS s.r.o. (ჩეხეთი) – 25%;
  • US Trading Company (აშშ) – 25%;
  • შპს მკურნალი 2022 (საქართველო) – 52%, საიდანაც მიღებული შემოსავალი 2024 წელს იყო 70,886.78 ლარი;
  • შპს ენ-დუო კონცეპტ – 23%;
  • შპს ენ-დუო გრუპი – 10%
დეკლარაციაში მითითებულია ასევე სხვა სახის შემოსავლები და ხარჯები:
  • ქირავნობის გზით მიღებული შემოსავლები – ორი ხელშეკრულებით ჯამში 228,888 ლარამდე;
  • შვილის სწავლის საფასური – 15,646.93 ლარი;
  • საჩუქრები შვილებსა და მშობლებს – მშობლებს 250,000 ლარი, 46,850 აშშ დოლარი და 15,820 გირვანქა სტერლინგი შვილებს.
  • სამოგზაურო ხარჯები – პორტუგალიაში, აშშ-სა და საქართველოს მასშტაბით ჯამში 19,000 ლარამდე.
წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები