„ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16 და 17 ივნისს
თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი
რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
„მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ
ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის
ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ
რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”, – აღნიშნულია
გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად
დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე
ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.
ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა
ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე
მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.
ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, პარასკევს დილითვე ირანმა ისრაელის
მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რომლებიც ისრაელის
თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
შეტევის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, ირანის მთავარი ურანის
გამამდიდრებელი ობიექტი.