„ჰელსინკის კომისია“ - საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის
ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს
- „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა
გაათავისუფლოს
აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს
ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის
დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.
„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების
შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც
დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი
მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ
შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა
გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, -
აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა,
რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის
„გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.