„დაჭრა მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა" - შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს".


უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები