ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის
ხელმძღვანელი პირები პრემიერ-მინისტრ
ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის
წარდგინებით, თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების
მედლებით დავაჯილდოვე.
ჩვენ, ყველა ველოდით, რომ ეს დღე დადგებოდა და საქართველო გახდებოდა
გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. მიღწეული
გამარჯვება შრომის, მიზანმიმართული თავდადებისა და ერთიანობის
შედეგია.
სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი მსოფლიო ჩემპიონს, ძიუდოისტ ეთერ
ლიპარტელიანს, სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი ძიუდოს ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილსა და ძიუდოისტთა ეროვნული
ნაკრების 9 წევრს, ხოლო სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი ძიუდოს
ფედერაციის პრეზიდენტს ლევან ნოზაძესა და ძიუდოისტთა ეროვნული
ნაკრების 6 წევრს გადავეცი.