შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი
ბინის ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
- 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად
ამოიღეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.