„ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს – პარტიას ხუთმა წევრმა დატოვა
პარტია „ლელო – ძლიერ საქართველოში“ შიდა უთანხმოება მწვავდება მას შემდეგ, რაც პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის გამო „ლელო“ უკვე ხუთმა წევრმა დატოვა.

„ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს – პარტიას ხუთმა წევრმა დატოვა
თბილისი, საქართველო – პარტია „ლელო – ძლიერ საქართველოში“ შიდა უთანხმოება მწვავდება მას შემდეგ, რაც პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის გამო „ლელო“ უკვე ხუთმა წევრმა დატოვა.


პარტიის პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი მდივნის პოსტი დატოვა დეა მეტრეველმა. მან სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, მისი აზრით, არ არის თანმიმდევრული არსებულ ვითარებაში, მით უმეტეს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობის ფონზე.

„ლელოს“ პოლიტიკური საბჭო ასევე დატოვა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ის ვერ გაიზიარებს თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა საბა ბუაძემაც. მისი განცხადებაც პარტიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც „ლელო – ძლიერი საქართველო“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „ლელოს“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არის „დე-ფაქტო ბრძოლა დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ“ და საზოგადოების ერთობის შემთხვევაში, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები