შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშღომლებმა თბილისში,
ბინის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული
მ.ჯ. ქურდობისას დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური
რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის
მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი -
მათ შორის, $13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი
ნივთები, თანხის
ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ.
"ატმეჩკა" და სხვადასხვა ხელსაწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე
ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.