საბურთალოს რაიონში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

თბილისში, საბურთალოს რაიონში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა.

„ტვ პირველის“ ცნობით, შელაპარაკება მიცკევიჩის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი სახის აივანზე მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული

ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

წყარო: პუბლიკა

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები