აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური
ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დღეს, 11 ივლისს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო "ქართული
ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ
ქვრივიშვილი.
პრეზიდენტმა ალიევმა მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი აზერბაიჯანში, დანიშვნიდან მალევე, ორ
ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მასპინძლობასა და მილოცვისთვის
და აღნიშნა, რომ
პრეზიდენტთან შეხვედრა მისთვის დიდ პატივს
წარმოადგენს.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ მან ასევე გადასცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ირაკლი კობახიძისგან სალამი. პრეზიდენტმა
ალიევმა მადლობა გადაუხადა სალამისთვის და სთხოვა, მისი მოკითხვაც
გადასცემოდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს.
ინფორმაციაში ასევე წერია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ის რომ 2025
წლის დასაწყისში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი სწორედ
აზერბაიჯანში შედგა. აღნიშნული ფაქტი შეფასდა როგორც ორი ქვეყნის
მეგობრული და ძმური ურთიერთობის მკაფიო გამოხატულება.
"მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის
წესრიგზე და აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა და მიმდინარე
ერთობლივი პროექტები სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს არა მხოლოდ
ორივე ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობის,
ენერგეტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებებით
თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ, ისე
მრავალმხრივ ფორმატში."
ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა საუბარი გაამახვილეს
იმ პოტენციალზე, რაც სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ეკონომიკის სხვადასხვა
სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებას უკავშირდება.
შეხვედრისას ამ მიმართულებებით აზრთა გაცვლა შედგა.