პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა,

რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვები ფარულად აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
თეგები: შსს
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები