შსს-მ თბილისში, ბინის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. ქურდობის ბრალდებით დავაკავეთ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ზ.მ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები

ინსტრუმენტი - ე.წ. "ატმეჩკა". -
წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო: ტაბულა

დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე — ეს არის პროცესი, რომელიც გვეკითხება:
დარჩა თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანის ღირსების დაცვის შესაძლებლობა?
არსებობს თუ არა დღეს სიტყვის თავისუფლება, თუ სასამართლო საბოლოოდ გახდა სისტემის მსახური?

მზია ამაღლობელი არის ის ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია — ისეთ დროს, როცა ეს სულ უფრო რთულდება.
მზია არის ინფორმირების უფლება, არჩევანის თავისუფლება.
ინფორმირებული ადამიანი — ნიშნავს თავისუფალ არჩევანს.
თავისუფალი არჩევანი კი არის მთავარი უფლება, რაც ადამიანს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს.
თავისუფლება მედიას — რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით დგას, კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები