დამტკიცდა დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა უმცროსი ექიმის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესისა და პირობების, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა.

რომელი სპეციალობებია სამედიცინო მიმართულებაში დეფიციტური – დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა
1. სპეციალობა – ფსიქიატრია;
2. რადიაციული ონკოლოგია;
3. ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
4. პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია;
5. ბირთვული მედიცინა;
6. კარდიოქირურგია;
7. ნეიროქირურგია;
8. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;
9. ნეფროლოგია;
10. გადაუდებელი

მედიცინა;
11. ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
12. ბავშვთა ინფექციური სნეულებები;
13. ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია;
14. ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია;
15. პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია;
16. ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია;
17. რევმატოლოგია;
18. სასამართლო მედიცინა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ “უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომ – საბჭო) გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება არაუმეტეს ერთ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს”:

ა) ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო საქმიანობის მაძიებლის მოწმობა;
ბ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დროისთვის აქვს დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში უმცროს ექიმად მუშაობის არანაკლებ ამ საექიმო სპეციალობის რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადის ხანგრძლივობის სტაჟი შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.

წყარო: edu.aris.ge


დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე — ეს არის პროცესი, რომელიც გვეკითხება:
დარჩა თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანის ღირსების დაცვის შესაძლებლობა?
არსებობს თუ არა დღეს სიტყვის თავისუფლება, თუ სასამართლო საბოლოოდ გახდა სისტემის მსახური?

მზია ამაღლობელი არის ის ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია — ისეთ დროს, როცა ეს სულ უფრო რთულდება.
მზია არის ინფორმირების უფლება, არჩევანის თავისუფლება.
ინფორმირებული ადამიანი — ნიშნავს თავისუფალ არჩევანს.
თავისუფალი არჩევანი კი არის მთავარი უფლება, რაც ადამიანს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს.
თავისუფლება მედიას — რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით დგას, კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები