საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე გააძევეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე გააძევეს.

"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის,

იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთის და კენიის - ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ."
- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები