ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი
დააკავეს.
"საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის გამოსავლენად
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები
თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა. საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი,
სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი,
რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს
აღემატება". - წერია საგამოძიებო სამსაურის
განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს,
რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.