ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნით მე-20 000 სატვირთო მატარებელი გავიდა - Report
ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის მარშრუტზე მე-20 000 სატვირთო მატარებელი გავიდა. ინფორმაციას Report ავრცელებს.

საიუბილეო მატარებელი ჩრდილოეთ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში მდებარე ერენხოტის სადგურიდან გავიდა. ის სხვადასხვა საქონლით დატვირთული 55 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება.

ჩინეთიდან შუა დერეფნით ტრანსპორტირება 2013 წელს დაიწყო, ხოლო 2022 წელს მარშრუტზე მე-10 000 მატარებელმა გაიარა.

ამდენად, ბოლო სამ წელში ეს მაჩვენებელი

გაორმაგდა, რაც მარშრუტის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

ჩინეთიდან მატარებლები ყაზახეთსა და კასპიის ზღვამდე, შემდეგ კი აზერბაიჯანში გადატვირთვითა და საქართველო-თურქეთის გავლით საქონელს ევროპის ქვეყნებს აწვდიან. მარშრუტი მულტიმოდალური სქემით, „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზით“ რეალიზდება.

მაგალითად, 1-დან 10 ივლისამდე პერიოდში ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ზედიზედ ორი ასეთი მატარებელი გავიდა.

ცნობისთვის, ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ, დაახლოებით, 600 საკონტეინერო მატარებლის გამგზავრება არის დაგეგმილი. ჩინეთიდან შუა დერეფნით, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) კონტეინერების ტრანზიტი 2024 წელს ქალაქ სიანში ყაზახეთ-ჩინური ტერმინალის გახსნით საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის შედეგებით, ჩინეთიდან TITR-ის გასწვრივ 358 საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 33-ჯერ მეტია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები