თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს აზერბაიჯანული ენა დაემატა
თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა — მომხმარებლებს აპარატით სარგებლობა უკვე აზერბაიჯანულ ენაზე შეუძლიათ.

ენის ბარიერის მოხსნისა და თიბისი ფეის მომსახურების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერმინალებში ახალი ენის დამატების შესახებ. აქამდე აპარატები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო ხელმისაწვდომი.

ენის შეცვლა მარტივად არის შესაძლებელი ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული ღილაკის მეშვეობით. განახლება

უკვე ხელმისაწვდომია როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში განთავსებულ ტერმინალებში, ასევე სხვა ლოკაციებზეც.

აზერბაიჯანულად მომხმარებელს უკვე შეუძლია 1,000-მდე სერვისით სარგებლობა — თანხა საბანკო ანგარიშზე შეტანა, კომუნალურების გადახდა, მობილური ბალანსის შევსება, სახელმწიფო სერვისების გადახდა და სხვა.

დასპონსორებული მასალა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები