ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციები 7 არასამთავრობო
ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას აპროტესტებენ
27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო
ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაიყადაღა.
გადაწყვეტილება მიღებულია „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში, რომლის
მიხედვითაც ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს გამართული საპროტესტო
აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან.
ამავე საქმის ფარგლებში, მარტში უკვე დაიყადაღა რამდენიმე
საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშებიც, მათ შორის
„ნანუკას
ფონდი“.
დაყადაღებული ორგანიზაციები არიან:
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
(ISFED)
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
„დემოკრატიის მცველები“
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
„საფარი“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC)
ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის სოლიდარობის
განცხადება
ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და
სოლიდარობას უცხადებენ დაყადაღებულ ორგანიზაციებს.
„ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ
მიმართული ნაბიჯი, არამედ დარტყმა მთელი სამოქალაქო საზოგადოების
მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში იცავს ქვეყნის დემოკრატიულ
განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და მოქალაქეთა ინტერესებს.
ამგვარი ქმედებები მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის ჩახშობას,
სამოქალაქო აქტივიზმის დასუსტებას და საზოგადოების დაშინებას. ეს
საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება
დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ — ნათქვამია
განცხადებაში.
განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათი ხმა ერთიანია და
სამოქალაქო საზოგადოება ვერ გაჩერდება:
„
ჩვენ ვაცხადებთ პროტესტს ხელისუფლების ამ ნაბიჯის მიმართ.
სამოქალაქო საზოგადოება ვერ გაჩერდება, ვერ გაჩუმდება და ვერც
შეაჩერებენ! ჩვენ მზად ვართ ვიდგეთ ერთად — თავისუფალი, სოლიდარული და
ევროპული საქართველოსთვის.“
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები
„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“
„ქალთა სათემო რადიო WW“
„სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი“
„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“
„მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“
ა(ა)იპ „შეხვედრის ადგილი დმანისი“
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“
"თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი"
"სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივუზმის ცენტრი"
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ასოციაცია"