ხილი 15.3%-ით, ცხიმი 14.8%-ით, ყავა და ჩაი 13.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 4.6%-ია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6%.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 10.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35%-ით აისახა. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი - 15.3%;
ზეთი და ცხიმი - 14.8%;
ყავა, ჩაი და

კაკაო - 13.1%;
რძე, ყველი და კვერცხი - 11.8%;
თევზეული - 10.8%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 10.8%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.2%;
პური და პურპროდუქტები - 9.4%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8.4%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 3.2%;
ჯანმრთელობის დაცვა 9.3%-ით გაძვირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78%-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 10.8%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 7.9% ქვეჯგუფებზე.




ბოლო ერთ წელში გაძვირდა:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.0%;
ჯანმრთელობის დაცვა - 9.3%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.8%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.5%;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 4.7%;
განათლება - 4.6%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.8%;
კავშირგაბმულობა - 0.2%;
ბოლო ერთ წელში გაიაფდა:

ფეხსაცმელი და ტანსაცმელი - 2.9%;
ტრანსპორტი - 2.4%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 1.4%;
დასვენება, გართობა და კულტურა - 0.2%;
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის ივლისთან შედარებით:


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები