თბილისში, სავარაუდოდ 16 სექტემბერს დააკავეს ოლიმპიური ჩემპიონი
ზურაბ ზვიადაური - მისი დაკავების შესახებ შსს-ს პრესსამსახურს
ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა უწყებაში რადიო თავისუფლებას
დაკავების ფაქტს უდასტურებენ.
ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულისთვის არის
დაკავებული, რაც იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ
ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.