თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები - მშობლები და შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების

მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები