რიკოთზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცვალა ერთი
ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 276-ე
მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი - ერთი სატვირთო და
ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.