პოლიციელის დაჭრის ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1991 წელს დაბადებული
მ.გ.-მ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორი, 1993
წელს დაბადებული პოლიციის კაპიტანი ბ.ბ. ცივი იარაღით ყელის არეში
დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მ.გ.-მ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის
ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11 წლამდე
ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს.
ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“, თვითმხილველებზე დაყრდნობით
გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმამდე საპატრულო
ეკიპაჟმა ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდა.
დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.