ამირან გამყრელიძე მხარდაჭერას უცხადებს ექიმ გოგი ჩახუნაშვილს, რომელიც პოლიციამ დააკავა
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამრელიძე მხარდაჭერას უცხადებს ექიმ-პედიატრ გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს, რომელიც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებით გუშინ, 9 ოქტომბერს დააკავაეს 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირის საბაბით საკუთარ ბინაში.

„ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის!..

გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი

შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს“,
- წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს დედაქალაქში გამართულ აქციაზე ყოფნის დროს ამოიცნეს და მის დასაკავებლად ასობით ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული მის საცხოვრებელ კორპუსთან - თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე.

ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს, 22:25 საათზე დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირში დააკავეს კიდევ შვიდი ადამიანი. 10 ოქტომბრის დილისთვის დაკავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.


წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები