საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხმის ნიმუშის
ასაღებად დაიბარეს ბაჩო ახალაია, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ახალაიას
უწყებაში 13:00 საათზე ელიან.
„4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების
ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით
გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს
დაბადებული ბაჩანა ახალაია“, - აცხადებენ შსს-ში.
ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა გუშინ, 9 ოქტომბერს, სოციალურ
ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თავისი ქმრის კრიმინალურ პოლიციაში
დაბარების შესახებ. შსს-ს პრესცენტრმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა
მიზეზი მაშინ არ განუმარტავს.