შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის
თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გატარებული
ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის
მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე
1979
წელს დაბადებული ს.ჯ. ბათუმში დააკავეს.
მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული
თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული
საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.