შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი:
2004 წელს დაბადებული ც.ქ., 1985 წელს დაბადებული ა.ი. და 1983 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.კ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატრულ -
ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულების ავტომობილების და
პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის
ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.