ECHR: რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს €253 მლნ ბორდერიზაციის გამო უფლებების დარღვევისთვის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ დღევანდელი, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 253 მილიონ ევროზე მეტი 2008 წლის ომის შემდეგ სასაზღვრო ზოლების გამკაცრების გამო ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

საქმე ეხება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის IV ფაზას.

სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29

ათასზე მეტი ადამიანისთვის კომპენსაციის გადახდას.

„2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას სისტემური სახე ჰქონდა ძალის გადამეტებულად გამოყენების, არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავების, ყოველდღიური გადაადგილების უკანონო შეზღუდვის, და სახლებზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომაზე უკანონო შეზღუდვების და და ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე უარის თქმის სახით”. – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ კონვენციიდან გასვლის მიუხედავად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აგრძელებდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას.

2024 წლის 9 აპრილს სტრასბურგის ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ბორდერიზაცია“ შეფასდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად.

2024 წლის 9 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის შემდეგი მუხლები:

მე-2 მუხლი – ცხოვრების უფლება

მე-3 მუხლი – არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა

მე-5 მუხლის პირველი პუნქტი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

პირველი ოქმის პირველი მუხლი – საკუთრების უფლების დაცვა

მე-2 მუხლი – განათლების უფლება

მე-4 ოქმის მე-2 მუხლი – გადაადგილების თავისუფლება

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები