შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების,
ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო
მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღებისა
და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს
დაბადებული კ.ა.; 1993 წელს დაბადებული კ.ა.; 1995 წელს დაბადებული
ზ.ბ.; 1995 წელს დაბადებული ნ.ხ.; 1968 წელს დაბადებული თ.ქ.; 1957
წელს დაბადებული რ.ფ. და 1988 წელს დაბადებული მ.ქ.; ასევე, წარსულში
ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ც. და 1949 წელს
დაბადებული რ.ა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს -
სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები,
პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით მიმდინარეობს.