შსს-მ ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე დააკავა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.

"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული

ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა შ.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს"
- აცხადებს შსს.


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები