ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

სავაჭრო-საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85 027 ლარი შეადგინა.

ორგანოს ცნობით, კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი

რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გარდა ამისა, ორივე მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 25 409 ლარით დაჯარიმდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები