მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჯამში უცხო ქვეყნის
851 მოქალაქე გააძევეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს.
უფრო კონკრეტულად, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 219 უცხოელი
გააძევეს, მეორე კვარტალში - 306, ხოლო მესამე კვარტალში - 326.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით,
სამივე კვარტალში ინდოეთი და ირანი ლიდერობენ.
გთავაზობთ საქართველოდან გაძევებული უცხოელების სტატისტიკას,
ქვეყნების მიხედვით:
პირველ კვარტალი
- ირანი - 42
- ინდოეთი - 32
- თურქეთი - 25
- ჩინეთი - 23
- რუსეთი - 16
მეორე
კვარტალი
- ინდოეთი - 57
- ირანი - 40
- ჩინეთი - 39
- თურქეთი - 30
- ეგვიპტე - 19
მესამე კვარტალი:
- ინდოეთი - 77
- ირანი - 46
- თურქეთი - 26
- პაკისტანი - 24
- რუსეთი - 22