„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ რექტორი, დავით გურგენიძე
მოითხოვს დაყადაღდეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონება,
მოკვლევის შემდეგ კი დაუბრუნდეს, რადგან ის წლების წინ მათ
ეკუთვნოდათ. ამ შინაარსის განცხადებით მან პროკურატურას დღეს, 17
ოქტომბერს მიმართა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და
დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვკთხოულობთ, რომ ის
მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში,
არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს
და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე
უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა
საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ
გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ“, -
განაცხადა დავით გურგენიძემ.
„საქართველოს უნივერსიტეტი“, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის
დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის, ბოლო პერიოდია ხელისუფლებისა და
პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტია. მას ადანაშაულებენ
„ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგების“ ორგანიზებაში, თუმცა შესაბამისი
მტკიცებულებები საზოგადოებისთვსი არ გაუცვნიათ.
„საქართველოს უნივერსიტეტი“ ეხმარებოდა იმ ყოფილ საჯარო მოხელეებს,
რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას
გაემიჯნენ და სამსახური დაკარგეს - ამისთვის მათ 200 000-ლარიანი
ფონდი შექმნეს.