რომელ ქვეყნებში აგზავნიან საქართველოდან სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლები
2024-2025 სასწავლო წლისთვის საქართველოს უნივერსიტეტებიდან უცხოეთში გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023-2024 სასწავლო წელს უმაღლესმა სასწავლებლებმა უცხოეთში 879 სტუდენტი გააგზავნა, 2024-2025 სასწავლო წლისთვის ამ მაჩვენებელმა 1 149 სტუდენტი შეადგინა. (ცნობისათვის: ამ მაჩვენებელში შედიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოში უკვე სწავლობენ და მათი უცხოეთში გაგზავნა სასწავლო დაწესებულებებიდან მოხდა).

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზრდა (55%) კერძო

უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის, საიდანაც წინა სასწავლო წელს უცხოეთში 401 სტუდენტი გაიგზავნა, 2023-2024 წელს კი მხოლოდ 259. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან 2024-2025 წელს 748 სტუდენტი გაიგზავნა, წინა სასწავლო წელს კი 620 (ზრდა 20.6%)

რაც შეეხება ქვეყნებს, საქსტატის მონაცემებით, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში ლიდერობს ევროკავშირის ქვეყნები. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც 2024-2025 სასწავლო წლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან (კერძო და სახელმწიფო ჯამურად) ყველაზე მეტი სტუდენტი გაიგზავნა:

  • გერმანია - 172 სტუდენტი
  • იტალია - 107 სტუდენტი
  • პოლონეთი - 102 სტუდენტი
  • საფრანგეთი - 101 სტუდენტი
  • ჩეხეთი - 63 სტუდენტი
  • თურქეთი - 63 სტუდენტი
  • ავსტრია - 52 სტუდენტი
  • ლიეტუვა - 42 სტუდენტი
  • ბულგარეთი - 26 სტუდენტი
  • სლოვაკეთი - 21 სტუდენტი
ამასთან, საქსტატის მონაცემებით გასულ სასწავლო წელს აშშ-ში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან 16 სტუდენტი გაიგზავნა, რუსეთში კი 4. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაიგზავნა.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები