შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ზუგდიდის,
მესტიისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი -
1992 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული გ.დ. და 1947 წელს
დაბადებული ა.ძ. დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების
პირადი, საცხოვრებელი სახლების,
დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო
მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7
მჭიდი, 164 ვაზნა, რევოლვერი, პისტოლეტი, ერთლულიანი შაშხანა,
კაფსულ-დეტონატორები და ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.