მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის,
4 000 დოლარი ღირს,
რაც ერთდღიან პერიოდში 0.04%-ით შემცირებული ფასია. 0.47%-ით არის
დაკლებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 48.07
დოლარი ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე
999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 361 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 271 ლარი,
ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს
ფასი 211 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 3.57 ლარი ღირს,
ხოლო 999 სინჯის - 4.47 ლარი.