მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.2 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული
მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ 1,238,862,398 ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ ჩადებული - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია, სწორედ ამიტომ აღნიშნული პორტფელი წლიურად 36%-ით გაიზარდა. აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის.

მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის

77%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.

2025 წლის 9 თვის მდგომარეობით მისო-ების მიერ სულ 757,829 სალომბარდე სესხი არის გაცემული, რაც ნიშნავს რომ ერთი სესხის საშუალო მოცულობა 1807 ლარს შეადგენს. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სალომბარდე სესხის საშუალო ზომა 1350 ლარი იყო, ანუ ამ სეგემნტში სესხის ზომა 457 ლარით (34%-ით) გაიზარდა, რაც სავარაუდოდ ძირითადად ოქროს ფასის ზრდას უკავშირდება, რადგანაც ახლა მოქალაქეებს იგივე ბეჭდის თუ სამკაულის დალომბარდებით უფრო დიდი ზომის კრედიტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე გასულ წელს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები