„მგზავრობის დრო 90-120 წუთამდე შემცირდება“ - ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე 16კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი ალპურ ზონაში გადის. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ცნობილი ხდება, რომ რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია.

უწყების ინფორმაციით, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და

საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული მონაკვეთი-ბაღდათი აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.

„ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები