10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში გაიაფდა
2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 % შეადგინა.საქსტატის მონაცემებით. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო

პერიოდში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტები ჭარბობს (ქლიავი, მსხალი, ლიმონი და ა.შ), ხოლო გაიაფებულს შორის - ტექნიკა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ წლიურად ყველაზე გაიაფებული პროდუქტების ათეულს:
  • ტელევიზორი - 18%
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 16%
  • პომიდორი - 13.4%
  • ინტერნეტის გადასახდელი - 13%
  • ბრინჯი - 13%
  • მაცივარი - 13%
  • კომპიუტერი - 10%
  • ქვაბი - 9%
  • სარეცხი მანქანა - 8.5%
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები