საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით
ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 % შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,
აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 2.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს,
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის
ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჭარბობს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენისუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ
წლიურად
ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
- ქლიავი - 109%
- მსხალი - 60%
- ლიმონი - 59.5%
- მწვანე ლობიო - 52%
- კიტრი - 50%
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 43%
- ატამი -39%
- საზამთრო - 37%
- შოკოლადის ფილა - 32%
- ნაყინი - 26%