შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა" და სასაზღვრო
სექტორ „კირნათის“
დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების
შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული ბ.ქ., 1995
წელს დაბადებული ე.ქ., 1997 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1996 წელს
დაბადებული თ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბ.ქ. და ჯ.ა. უკანონოდ
ცდილობდნენ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით,
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა ე.ქ.-მ და
თ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის
პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,
რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა
და გადაკვეთას გულისხმობს.