ქვემო ქართლის რეგიონში სულ 1048 ვიდეოკამერაა დაყენებული
საქართველოს მასშტაბით ჯამში 8 552 ვიდეოკამერაა განთავსებული, აქედან 187 ერთეული ბოლო 6 თვეში დამატებულია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, კამერების ყველაზე დიდი რაოდენობა განთავსებულია თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. თუმცა, წელს 6 თვეში ყველაზე მეტი კამერაა დაამატეს ზესტაფონში, თბილისსა და სამტრედიაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით

გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს ვიდეო კამერების შესახებ.

წელს იანვარ-ივნისში დამატებული კამერების რაოდენობა:

  • ზესტაფონი - 68 კამერა;
  • თბილისი - 62 კამერა;
  • სამტრედია - 46 კამერა;
  • ზუგდიდი - 4 კამერა;
  • მცხეთა - 4 კამერა;
  • წყალტუბო - 1 კამერა;
  • ქარელი - 1 კამერა.
შედეგად, 2025 წლის 2 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჯამურად განთავსებული ვიდეოკამერების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - სულ 3111 კამერა, აქედან 2697 ზოგადი ხედვის, ნომრის ამომცნობი - 414;
  • ქვემო ქართლი - სულ 1048 კამერა, აქედან 700 ზოგადი ხედვის, 348 - ნომრის ამომცნობი;
  • იმერეთი - სულ 829, აქედან 520 ზოგადი ხედვის, 309 - ნომრის ამომცნობი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - სულ 817, აქედან 490 ზოგადი ხედვის, 327 ნომრის ამომცნობი;
  • სამცხე-ჯავახეთი - სულ 600, აქედან 452 ზოგადი ხედვის, 148 - ნომრის ამომცნობი;
  • აჭარა - სულ 569 კამერა, აქედან 236 ზოგადი ხედვის, 333 ნომრის ამომცნობი;
  • კახეთი - სულ 514 კამერა, აქედან 337 ზოგადი ხედვის, 177 ნომრის ამომცნობი;
  • გურია - სულ 345 კამერა, აქედან 257 ზოგადი ხედვის, 88 ნომრის ამომცნობი;
  • შიდა ქართლი - სულ 344 კამერა, აქედან 200 ზოგადი ხედვის, 144 ნომრის ამომცნობი;
  • მცხეთა-მთიანეთი - სულ 317 კამერა, აქედან 173 ზოგადი ხედვის, 144 ნომრის ამომცნობი;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - სულ 58 კამერა, აქედან 30 ზოგადი ხედვის, 28 ნომრის ამომცნობი.

 

წყარო: BPN

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები