შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო,
საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს
დაბადებული ტ.ღ. დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო
პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ.-მ
უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
„ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“,
რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ
ავტომობილში უკანონოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას,
ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს.