შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის
ბრალდებით კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე
დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996
წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999
წელს
დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ
ბრალდებულმა თბილისში, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი
სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად
იძალადა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა
დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის
ორგანიზებას გულისხმობს.