მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ სპეციალური მუხლის დამატება იგეგმება. პროექტი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

წყარო: ipn.ge
Print