გარემოვაჭრეებისათვის მიცემული ვადა ამოიწურა და 15 დღით გაგრძელდა
მარნეული-სადახლოს გზაზე, სადაც ყოველდღიურად აზერბაიჯანში და სომხეთში მიმავალი მანქანები დადიან, მრავლადაა ყვითელ ბრეზენტ გადაკრული ჯიხურები. ჯიხურებს თითქმის იდენტური სახე აქვთ, სიგრძეზე ჩაყოლებული ორი რიგი, სადაც სხვადასხვა სარეცხი საშვალებებია განთავსებული, და პატარა ფიცრული შენობა, რათა გამყიდველმა მიზიან და ცივ დღეებში თავი კომფორტულად იგრძნონ. ერთ-ერთ ასეთ ჯიხურთან მისვლისთანავე, გაჭაღარავებული კაცი შეგვხვდა, როგორც თავად თქვა ეწყინა კლიენტეები რომ არ აღმოვჩნდით, სომხეთში განვითარებული მოვლენების გამო ბოლო დროა ვაჭრობა კარგად აღარ მისდით.
სარეცხი საშვალებების გამყიდველი 62 წლის გაჯი გაჯიევია, უკვე ორი წელია რაც მარნეული-სადახლოს გზაზე ჯიხური აქვს გახსნილი და თითქმის ყოველდღიურად იქ უწევს ყოფნა. როგორც გაჯი გვეუბნება ზამთარში შეშით თბებეა, ზაფხულობით კი ფიცრული შენობის კარის გაღებით ცდილობს სიცხისაგან თავის არიდებას, უძნელდება ასეთ პირობებში მუშაობა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ბანკიდან ვალი აქვს გამოტანილი და ოჯახსაც რჩენა სჭირდება.
უკვე 4 თვეა რაც, მარენულის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად, გაჯი ჯიხურის დახურვას ელოდება, დღეს მერის მიერ მიცემული საბოლოო ვადაც იწურება, მაგრამ როგორც თავად გვეუბნება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვადა კიდევ გაუგრძელეს.
„ გუშინ, გუშინწინ დაგვიძახეს ისევ და გვითხრეს, დაიცადეთ ჯერ კიდევ არ გადაგვიწყვეტია ეს საკითხიო“ - გაჯი გაჯიევი
გაჯისათვის არ უთქვამთ თუ როდემდე შეეძლება თავისი ჯიხურის ფუნქციონირების გაგრძელება, მას იმის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია, იპოვა თუ არა მუნიციპალიტეტმა მათთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართი.
გაჯისაგან განსხვავებით, მისგან დაახლოებით 100 მეტრით მოშორებული ჯიხურის მეპატრონე ლევან პანიანმა დაახლოებთ იცის თუ როდემდე გაუგრძელეს დარჩენის ვადა. გვეუბნება, რომ მათ კიდევ 15 დღე მისცეს, მაგრამ შიშეობს მოასწრებს თუ არა დარჩენილი საქონლის გაყიდვას, არ სურს რომ ყველაფერი სახლში წაიღოს.
გარემოვაჭრეებისათვის მიცემული დროის გასვლამდე ათი დღით ადრე, მარნეულის მერიამ გააკეთა განცხადება, რომ გარემოვაჭრეებისათვის ალტერნატიულ ფართის მოძიებაზე მუშაობენ და თუ ფართს ვადის ამოწურვამდე, ანუ 30 აპრილამდე, იპოვიდნენ გარემოვაჭრეებს აღარ დააჯარიმებდნენ.
მარნეულის მერია ამ თემასთან დაკავშირებით რადიო „მარნეულის“ კითხვებს არ პასუხობს.

Print