სიახლე
მარნეულელ ფერმერებს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსის მიღება შეეძლებათ
მარნეულელ ფერმერებს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსის მიღება მარნეულში დღეიდან შეეძლებათ. DCFTA-ს საინფორმაციო-რესურს მაგიდა ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე გაიხსნა რის შესახებაც „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე გვესაუბრა.
„ეს იქნება უფასო სერვისი პირველადი მწარმოებლებისათვის, პირველ რიგში რძისა და ყველის მწარმოებლებისათვის, მათშორის ოჯახის დონეზე, და ადრეული ბოსტნეულის მცირე მწარმოებლებისათვის.“ -ოლგა ენდელაძე
ოლგა ენდელაძე ასევე განმარტავს, რომ საინფორმაციო-რესურს მაგიდის ფარგლებში ორგანიზაცია სოფლებში უშუალო გასვლებთან ერთად ყოველ ხუთშაბათ ღია კარის დღეებს ჩაატარებს, სადაც მარენულელ ფერმერებს იმ საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც სოფლის მეურნეობას და სურსათის უვნებლობის პროცესებს შეეხება.
„მზად ვართ მივაწოდოთ კონსულტაცია თუ რა სტანდარტები, მოთხოვნები და ბარიერები არსებობს ევროპული ბაზრების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მაგრამ პირველადი მიზანი ადგილობრივი მდგრადი ბაზრობის ხელმისაწვდომობა იქნება.“ - ოლგა ენდელაძე
„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების პროცესში ენობრივი ბარიერის საკითხი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ საერთაშორისო ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს 7 რეგიონში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო-რესურს მაგიდები 23 ორგანიზაციაში გაიხსნება. როგორც პროექტის მენეჯერი ნანა ფერაძე ამბობს, 23-ვე ორგანიზაცია ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„შევარჩიეთ ადგილობრივი ორგანიზაციები, გადავამზადეთ ისინი, ვასწავლეთ გარკვეული ინფორმაცია და მივეცით საშვალება რომ ადგილობრივ დონეზე გარკვეული ინვენტარი შეეძინათ რათა მათ პროექტის დამთავრების შემდეგაც გააგრძელონ მუშაობა.“ - ნანა ფერაძე
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ 2019 წელს დასრულდება, მაგრამ ორგაიზაციები ადგილობრივ ფერმერებთან მაინც გააგრძელებენ მუშაობას.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონში (მუნიციპალიტეტს შეგნებულად
არ ვასახელებთ) ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხევა
ჩაშალეს.
ქვემო ქართლის რეგიონში (მუნიციპალიტეტს შეგნებულად არ ვასახელებთ) ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხევა ჩაშალეს.
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა,
აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში
შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის
იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს სპორტსმენი ტოფიგ აბდულაევი, 23
ნოემბერს, ტაილანტის ქალაქ სომდეთში დაგეგმილ “Thai Fight 2019”-ში
მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს სპორტსმენი ტოფიგ აბდულაევი, 23 ნოემბერს, ტაილანტის ქალაქ სომდეთში დაგეგმილ “Thai Fight 2019”-ში მიიღებს მონაწილეობას.
სოფელ პირველი ქესალოს მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე
გარე განათების მოწყობას ითხოვს.
სოფელ პირველი ქესალოს მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობას ითხოვს.
დღეს, მარნეულში, სამედიცინო კლინიკის (ძველი
საავადმყოფო) ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია
გამართეს.
დღეს, მარნეულში, სამედიცინო კლინიკის (ძველი საავადმყოფო) ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.
საქართველოს სპორტსმენები „თურან“-ის სახეობის
სპორტზე მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ
მონაწილეობას.

საქართველოს სპორტსმენები „თურან“-ის სახეობის სპორტზე მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.