სიახლე
სარწყავი წყლის საფასური 20 ლარით გაიზარდა
შპს „მარნეულის სოფწყალის“ სასოფლო სამეურნეო მიწების სარწყავი წყლის საფასური მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 ივნისის სხდომაზე განისაზღვრა.

სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარე ტერიტორიის 400 ჰექტარს „მარნეულის სოფწყალი“ სატუმბო სადგურის მეშვეობით მდინარე მტკვრიდან ამოტუმბულ წყალს აწვდის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსად, მეორე ქესალოს მოსახლეობაც ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, ამ პერიოდში კი აქტიურად იწყება სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვა.

8 ივნისის საკრებულოს სხდომაზე 1 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სარწყავი წყლის საფასური 140 ლარით განისაზღვრა.
შარშანდელთან შედარებით სარწყავი წყლის თვითღირებულება 20 ლარითაა გაზრდილი. მარნეულის მერიის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაანგარიშების შედეგად 20 ლარის მატება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია. მისი თქმით სატუმბო სადგურზე დგას 315 კილოვატიანი ძრავი, რომელიც საათში დაახლოებით 104 ლარის ელექტრო-ენერგიას წვავს, ხოლო სხვა ხარჯები, რომლებიც ჯამში 140 ლარს შეადგენენ სხვადასხვა დამხმარე აგრეგატების რემონტითა და ხელფასებით არის გამოწვეული.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა
უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის
შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა
გუბერნატორმა,
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა,
ხიხანელ ნათია ბერიძის სახლს 3 წელია, რაც სახურავი
არ აქვს.
ხიხანელ ნათია ბერიძის სახლს 3 წელია, რაც სახურავი არ აქვს.

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს მარნეულის სასამართლომ 3 000 ლარიანი
გირაო შეუფარდა.

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს მარნეულის სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი
დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
ამ წუთებში , მარნეულის მაგისტრის
სასამართლოში აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ავთანდილ მამედოვის
სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამ წუთებში , მარნეულის მაგისტრის სასამართლოში აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ავთანდილ მამედოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის
საქმესთან დაკავშირებით,
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329
პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
22
ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური
ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო
კონსულტაციებს.
22 ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.